ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი (დ. 24 აგვისტო, 1970, თბილისი) — ქართველი დიპლომატი, პოლიტიკოსი. საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში 2012-2014 წლებში.
1992 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეკონომიური და სოციალური გეოგრაფიის განხრით.
1998-2009 წლებში მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 2001-2002 წლებში ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს
მთავარი მრჩეველი, 2002-2004 წლებში აშშ-ში, მექსიკასა და კანადაში საქართველოს საელჩოს მთავარი მრჩეველი, 2004-2009 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთსა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში[1].
2012 წლის ოქტომბრამდე იყო პოლიტიკური პარტია „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი.
2012 წლის 21 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნება“, ხოლო 25 ოქტომბერიდან სახელმწიფო მინისტრად დაინიშნა.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო