ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბი |
---|
|
დეტალები |
---|
გვირგვინი |
სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
---|
დევიზი |
ჭიათურა |
ჭიათურის მუნიციპალიტეტის გერბი — ჭიათურის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2016 წლის 5 თებერვალს №4 დადგენილებით.[1]
აღწერილობა
გერბის ფარი გაკვეთილია და იყოფა ორ ვერტიკალურ ველად:
- I ნაწილი — ზურმუხტის ველის თავში ჰერალდიკური ვერცხლის ჯვარი, მის ქვემოთ ვერცხლის კლდე (კაცხის სვეტი), რომლის თავზეც აღმართულია ოქროს საყდარი.
- II ნაწილი — სევადის ველზე ოქროს სამი რონოდა („ვაგონეტკა"), მათ ზემოთ მაღაროელის ვერცხლის ნიჩაბი.
გერბის ქვედა ნაწილში ორივე ნახევარს კვეთს სამი ვერცხლის შემცირებული სარტყელი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის), ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „ჭიათურა“.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| იმერეთის მუნიციპალიტეტების გერბები | |
---|
| იმერეთის მუნიციპალიტეტების დროშები | |
---|
|