მცხეთის მუნიციპალიტეტის გერბი |
---|
|
დეტალები |
---|
გვირგვინი |
ოთხქონგურიანი საქალაქო ოქროს გვირგვინი გახსნილი კარიბჭით |
---|
ფარმჭერები |
ვაზის ფოთლების ოქროს ორნამენტი |
---|
დევიზი |
ႫႺႾႤႧႠ (მცხეთა) |
მცხეთის მუნიციპალიტეტის გერბი — მცხეთის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, 2013 წლის 2 სექტემბერს №38 დადგენილებით.[1]
აღწერილობა
გერბის ფარის მეწამულ ველს ოთხ ნაწილად ყოფს ჰერალდიკური ვერცხლის ჯვარი:
- I ნაწილი — მეწამულ ველზე ვერცხლის პერანგი (კვართი).
- II ნაწილი — ვერცხლის ორკაპა ჯვარი და ძველი ოქროს გვირგვინი.
- III ნაწილი — ოქროს ისრებით გამსჭვალული ვერცხლის მთა (იბერიის მთა) ოქროს ცეცხლით.
- IV ნაწილი — მეწამულ ველზე ვერცხლის მოკვეთილი ხელი, ვერცხლის გონიოთი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია ოთხქონგურიანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) საქალაქო ოქროს გვირგვინი გახსნილი კარიბჭით. გერბის ფარს გარს არტყია ვაზის ფოთლების ოქროს ორნამენტი.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზი. დევიზის ბაფთის მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის ასომთავრული წარწერა — „მცხეთა“ და ჰერალდიკური ორი ვერცხლის ჯვარი. ბაფთას აქვს ვერცხლის სარჩული.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების გერბები | |
---|
| მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტების დროშები | |
---|
|