ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გერბი |
---|
|
დეტალები |
---|
დამტკიცდა |
დამტკიცებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №94 დადგენილებით, 6 ივლისი, 2010 წ. |
---|
გვირგვინი |
სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
---|
ფარი |
მწვანე მთა, მეწამული ჰერალდიკური ჯვარი, ოქროს ძნა, სამი ვერცხლის ყაბიწი |
---|
ფარმჭერები |
ვერცხლ-მწვანე ბაფთა |
---|
დევიზი |
ახალქალაქი |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გერბი — ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
აღწერილობა
გერბის ფარი გადაკვეთილია და ქვემოთ გაკვეთილი, იყოფა სამ ნაწილად.
- I ნაწილი — ვერცხლის ველზე გამოსახულია მწვანე მთა, რომლის ზემოთ მოთავსებულია მეწამული ჰერალდიკური ჯვარი;
- II ნაწილი — მეწამულ ველზე ოქროს ძნა.
- III ნაწილი — ლაჟვარდის ველზე მარჯვნიდან მარცხნივ ეშვება სამი შემცირებული ვერცხლის ყაბიწი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მწვანე ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „ახალქალაქი“.
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების გერბები | |
---|
| სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტების დროშები | |
---|
|