შუახევის მუნიციპალიტეტის გერბი |
---|
|
დეტალები |
---|
დამტკიცდა |
28 თებერვალი, 2013 |
---|
გვირგვინი |
სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
---|
ფარი |
ლაჟვარდის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი, ოქროს სამკოშკიანი ციხე-სიმაგრე, ოქროს ხიდი. |
---|
ფარმჭერები |
ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა |
---|
დევიზი |
შუახევი |
შუახევის მუნიციპალიტეტის გერბი — შუახევის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ 2013 წლის 28 თებერვალს №1 დადგენილებით.[1]
აღწერილობა
გერბის ფარის ზურმუხტოვან ველს სამ ნაწილად ყოფს ვერცხლის ქობაშემოვლებული ლაჟვარდის ორთითასებრი ჰერალდიკური ჯვარი, რომელზეც მოთავსებულია მცირე ფარი — მეწამულ ველზე ოქროს სამკოშკიანი ციხე-სიმაგრე. შუა კოშკი ოდნავ მაღალია, ციხე-სიმაგრის ქვევით გამოსახულია ოქროს ხიდი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით.
ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-ზურმუხტოვანი ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია დევიზი — „შუახევი“
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
|
---|
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების გერბები | |
---|
| აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების დროშები | |
---|
|