ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბი |
---|
|
დეტალები |
---|
დამტკიცდა |
26 ნოემბერი, 2010 |
---|
გვირგვინი |
სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი |
---|
ფარი |
ვერცხლის სამმწვერვალიანი მთა, სტილიზებული ფორმის ყურძნის მტევანი ორი ფოთლით, ბოლნური ჯვარი |
---|
ფარმჭერები |
ვერცხლ-მეწამული ბაფთა |
---|
დევიზი |
ამბროლაური |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გერბი — ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.
აღწერილობა
გერბის ფარის მეწამულ ველზე გამოსახულია ვერცხლის სამმწვერვალიანი მთა, რომლის შუა მწვერვალი მაღალია; მთაზე მოთავსებულია სტილიზებული ფორმის ყურძნის მეწამული მტევანი ორი ფოთლით. მთის ზემოთ გამოსახულია ვერცხლის ბოლნური ჯვარი მეწამულ ველზე.
გერბის ფარის ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.
გერბის ფარს ქვემოთ მოთავსებულია დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია დევიზი — „ამბროლაური“.
რესურსები ინტერნეტში
|
---|
| რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების გერბები | |
---|
| რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მუნიციპალიტეტების დროშები | |
---|
|