ძეგლევი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (სალბიერის თემი). მდებარეობს ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 1150 მ, ახალგორიდან 5 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 53 კაცი.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
სქოლიო