| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს.
იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. (გაიგეთ როდის და როგორ უნდა ამოიღოთ ეს თარგი) |
მშველიეთი (ძვ. შველიეთი) — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში. განლაგებულია მდინარეების ქსნისა და ჭურთის გამყოფი ქედის (მთის) დასავლეთ კალთაზე. სახელწოდება სავარაუდოდ წარმოსდგება სიტყვისგან "შველი". როგორც ჩანს, ამ ადგილებში უწინ ბევრი შველი და ირემი უნდა ყოფილიყო. შველიეთში ძირითადად ორი გვარი მოსახლეობდა: შერმადინები და რუსიტაშვილები. ამჟამად სოფელში მხოლოდ სამი ოჯახია დარჩენილი. სოფელში მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის საყდარი და კიდევ ერთი საყდარი, სადაც ლომისობის წინა შაბათს, ივნისის თვეში ხალარჯობის დღესასწაული აღინიშნება. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 13 ადამიანი.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.