ქედიგორა [ 2] [ 3] [ 4] — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში , სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტის წინაგრის თემში . მდებარეობს მდინარეების მეჯუდისა და ლეხურის წყალგამყოფის სამხრეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან 1040 მ , ახალგორიდან 75 კმ .[ 5]
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ისტორია
რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ყოფნის დროს შედიოდა თბილისის გუბერნიის გორის მაზრის [ 6] მეჯვრისხევის მონაკვეთში.[ 7] საქართველოს სსრ ადმინისტრაციული დაყოფით — სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ლენინგორის რაიონის [ 2] წინაგრის სოფსაბჭოში.[ 5] ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების შემდეგ, 1992 წლიდან, სოფელს ვერ აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.[ 8] 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[ 9] და დე ფაქტოდ შედის არაღიარებული ე. წ. „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ ლენინგორის რაიონის შემადგენლობაში.[ 1]
მოსახლეობა
1908 წელს სოფელში ცხოვრობდა 45 კაცი (უმრავლესობა ოსი ;[ 7] აღწერაში შესულია როგორც „ქედი“), 1911 წელსაც — 45 (ოსები).[ 6] 1926 წლის აღწერით (ამ დროს შედიოდა „წინა-კარის“ (დღ. წინაგარი ) სოფსაბჭოში) ქედიგორაში დასახლებული იყო 16 კომლი და 123 კაცი (ოსი — 100 %; აღწერაში შესულია როგორც „ქედი-გორა“).[ 10] 1959 წელს (ამ დროს შედიოდა წინაგრის სოფსაბჭოში) სოფელში ცხოვრობდა კვლავ 123 კაცი, რომელთაგან უმრავლესობა იყო ისევ ოსი.[ 11] დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მიერ 2015 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით ქედიგორის მოსახლეობას 3 კაცი (2 მამაკაცი და 1 ქალი) შეადგენდა (აღწერაში შესულია „რაგიყაუს“ სახელით).[ 1]
ღირსშესანიშნაობები
არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია ქედიგორის წმინდა გიორგისა და კვირაცხოვლის ეკლესიები .[ 12]
ცნობილი ადამიანები
სოფელ ქედიგორაში დაიბადა ცნობილი ქართველი (ეროვნებით ოსი) ფეხბურთელი და მწვრთნელი ვლადიმერ გუცაევი .[ 13]
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
↑ 1.0 1.1 1.2 დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის 2015 წლის მოსახლეობის აღწერა , გვ. 17
↑ 2.0 2.1 საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი , , 1987. — გვ. 105.
↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი , , 2009. — გვ. 174.
↑ ელერდაშვილი ა. , ქედიგორა // უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად], 1-ლი გამოც., თბ.: ფანტაზია, 2006.
↑ 5.0 5.1 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია , ტ. 10 , , 1986. — გვ. 497.
↑ 6.0 6.1 Кавказский календарь на 1912 годъ
↑ 7.0 7.1 Кавказский календарь на 1910 годъ
↑ სეპარატისტული რეჟიმების მიერ მიტაცებული და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები . დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-29. ციტირების თარიღი: 2019-10-08.
↑ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ . matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2019.
↑ მოსახლეობის 1926 წლის აღწერა, გვ. 186
↑ ლენინგორის რაიონის სოფლები, 1959 წ. (რუსული )
↑ შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. 4, გვ., 176-177, თბ., 2008
↑ ვლადიმერ გუცაევის დეკლარაცია . declaration.gov.ge (1 იანვარი, 2008). ციტირების თარიღი: 8 ოქტომბერი, 2019. [მკვდარი ბმული ]