|
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: ქველდაბა.
|
ყველდაბა, ყველიდაბა[1] — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (ცხრაძმის თემი), მდინარე ქსნის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1280 მ, ახალგორიდან 25 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 28 კაცი.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ყველდაბიდან ბარის სოფლებში არიან გადასახლებულები ყველაშვილები (მაგ., თეზში).[1]
ლიტერატურა
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 გვრიტიშვილი დ., ფეოდალერი საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, : „სახელგამი“, 1955. — გვ. 76.