გუდაწვერი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (კორინთის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს მთა ლორწომისკლდის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ალეურის (ქსნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1100 მ, ახალგორიდან დაშორებულია 12 კმ-ით. მოსახლეობა 2002 წლის აღწერით — 13 მცხოვრები.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ლიტერატურა
სქოლიო