ქვემო ალევი — სოფელი საქართველოში, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ახალგორის მუნიციპალიტეტში (კორინთის თემი), ალევის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე ალეურის (ქსნის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1050 მ, ახალგორიდან 8 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 81 კაცი.
2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.
ქვემო ალევიდან ბარის სოფლებში არიან გადასახლებულები ღუნაშვილები (მაგ., ოძისში).[1]
ისტორიული ძეგლები
ლიტერატურა
სქოლიო
- ↑ გვრიტიშვილი დ., ფეოდალერი საქართველოს სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან, : „სახელგამი“, 1955. — გვ. 76.