უორნამბული (ინგლ. Warrnambool) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვიქტორიის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 29 284 ადამიანს[1], ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლეობის მიხედვით ამ ქალაქს 46-ე ადგილი უკავია. უორნამბული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ მელბურნიდან დაშორებულია 265 კილომეტრით. უორნამბული დაარსდა 1855 წელს. უორნამბული გაშენებულია ბასის სრუტის ნაპირებზე. ქალაქში ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო. ნალექების ყოველწლიური რაოდენობა შეადგენს 741.9 მმ-ს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო