ბენალა (ინგლ. Benalla) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვიქტორიის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 9328 ადამიანს[1]. შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ მელბურნიდან დაშორებულია 188 კილომეტრით, ქალაქ უონგარატადან 40 კილომეტრით. დაარსდა 1840 წელს. მდებარეობს ზღვის დონიდან საშუალოდ 169,5 მ სიმაღლეზე. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი ივლისი და აგვისტო. ატმოსფერული ნალექების ყოველწლიური რაოდენობა შეადგენს 670,5 მმ-ს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო