სალე (ინგლ. Sale) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვიქტორიის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 13 186 ადამიანს[1]. სალე 212 კილომეტრითაა დაცილებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ მელბურნს. ქალაქიდან 26 კილომეტრში მდებარეობს ტასმანიის ზღვა. სალე დაარსდა 1851 წელს. ქალაქის ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ხოლო ყველაზე ცივი თვეებია ივლისი და აგვისტო.
სქოლიო