მოე (ინგლ. Moe) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვიქტორიის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 15 292 ადამიანს[1]. ქალაქის მოსახლეობის 78,7 % ავსტრალიელია. მოე 135 კილომეტრითაა დაცილებული შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ მელბურნს, ქალაქ მორუელს 21 კილომეტრით. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი — ივლისი და აგვისტო.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო