ბალარატი (ინგლ. Ballarat) — ქალაქი ავსტრალიაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვიქტორიის შტატში. 2011 წლის აღწერის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 85 935 ადამიანს[1], ავსტრალიის ქალაქებს შორის მოსახლეობით მე-19 ადგილი უკავია. მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე კმ²-ზე შეადგენს 755,80 ადამიანს. ქალაქის ფართობი უდრის 113,7 კმ²-ს. შტატის ადმინისტრაციულ ცენტრ მელბურნიდან დაშორებულია 105 კილომეტრით. დაარსდა 1838 წელს. მდებარეობს ზღვის დონიდან საშუალოდ 435 მ სიმაღლეზე. ყველაზე ცხელი თვეებია იანვარი და თებერვალი, ყველაზე ცივი ივლისი და აგვისტო. ატმოსფერული ნალექების ყოველწლიური რაოდენობა შეადგენს 670.5 მმ-ს.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო