რობერტ მუგაბე (ინგლ. Robert Mugabe, დ. 21 თებერვალი, 1924, კუტამე, სამხრეთი როდეზია — გ. 6 სექტემბერი, 2019, სინგაპური)[1] — ზიმბაბვეს სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ზიმბაბვეს მეორე პრეზიდენტი 1987 წლიდან, ფაქტობრივად კი ქვეყანას მეთაურობდა 1980 წლიდან. 1980-1987 წლებში იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი. ქვეყნის ერთადერთი პოლიტიკური პარტიის, ZANU-PF-ს პრეზიდენტი. 2015 წლის 30 იანვრიდან 2016 წლის 1 თებერვლამდე კი აფრიკის კავშირის თავმჯდომარე[2].
სარწმუნოებით იყო კათოლიკე, სწავლობდა იეზუიტთა სკოლაში, განათლებით პედაგოგი. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაამყაარა ერთპარტიული რეჟიმი. ცნობილი იყო თეთრკანიანი ფერმერების დევნით (2001) და ამერიკისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით.
2014 წლის 24 ივლისიდან 2017 წლის 21 ნოემბრამდე ითვლებოდა მსოფლიოს ყველაზე ხანდაზმულ პრეზიდენტად.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო