მაჰმუდ აჰმადინეჟადი (სპარ.: محمود احمدینژاد) (დ. 28 ოქტომბერი, 1956) — ირანელი პოლიტიკოსი, ირანის პრეზიდენტი 2005-2013 წლებში.
პრეზიდენტობის პერიოდში შეაჩერა ზოგიერთი ლიბერალური რეფორმა, რომელიც მისი წინამორბედების მმართველობას ახასიათებდა. აჰმადინეჟადი მმართველობა აღსანიშნავია მასშტაბური ენერგეტიკული რეფორმით. ამავე პერიოდში დაჩქარდა ირანის ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა.
აჰმადინეჟადის საგარეო პოლიტიკა კონსერვატიულ სახეს ატარებს. იგი მკაცრად აკრიტიკებდა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციას და გამოხატავს ირანის რუსეთთან და არაბულ სამყაროსთან ურთიერთობათა გაღრმავების იმედს. ცნობილია ისრაელის მისამართით წარმოთქმული არაერთი მკვეთრი განცხადებით. ხშირად უარყოფდა ჰოლოკოსტის ფაქტს.
რესურსები ინტერნეტში