მერაპის მთა (ინდონ. Gunung Merapi – ცეცხლოვანი მთა) — აქტიური სტრატოვულკანი კუნძულ იავაზე, ცენტრალური იავის პროვინციისა და ჯოკიაკარტის საზღვარზე. სიმაღლე 2930.[1]წარმოადგენს ყველაზე აქტიურ ვულკანს ინდონეზიაში, რომელიც 1548 წლიდან რეგულარულად ამოიფრქვევა. მდებარეობს ქალაქ ჯოკიაკარტიდან 28 კმ–ით ჩრდილოეთით. მთის კალთებზე, ზღვის დონიდან 1 700 მეტრ სიმაღლეზეც კი, სოფლებში ათასობით ადამიანი სახლობს.
მთის მწვერვალზე კვამლის დანახვა წელიწადში დაახლოებით 300 დღესაა შესაძლებელი, ფიქსირდება რამდენიმე ამოფრქვევაც. 1994 წლის 22 ნოემბერს ამოფრქვეულმა ცხელმა გაზმა 27 ადამიანი იმსხვერპლა, ძრითადად მთის დასავლეთით მდებარე პატარა ქალაქ მუნტილანში.[2] სხვა დიდი ამოფრქვევა მოხდა 2006 წელს, ჯოკიაკარტის მიწისძვრამდე ცოტა ხნით ადრე. იმ ნაკლებ საფრთხეთა გამო, რომელთაც მერაპი მოსახლეობას უქადის, იგი დეკადურ ვულკანად მიიჩნევა.
2010 წლის 25 ოქტომბერს, ინდონეზიის მთავრობამ მერაპის უმაღლეს წერტილზე დაამონტაჟა ზარი, რომელიც საფრთხის შემთხვევაში მოსახლეობას აფრთხილებს. ამავე წლის 23–24 ოქტომბერს, ოფიციალური მონაცემებით დაფისქირდა დაახლოებით 500 ვულკანური მიწისძვრა, მაგმა კი 1 კმ–ზე ამოიწია.[3] 25 ოქტომბრის შუადღეს, სამხრეთ და სამხრეთ–დასავლეთ კალთებზე ლავა გადმოიღვარა.[4]
2010 წლის 30 ნომებრისთვის ვულკანი ამოფრქვევებს კვლავ განაგრძობდა, თუმცა დაბალი აქტივობის გამო ოფიციალურმა საგანგაშო ზარმა მისი დონე 3-ით შეაფასა.[5] ამჟამად ვულკანის სიმაღლე 2 930 მეტრია,[1] 38 მეტრით უფრო დაბალი, ვიდრე 2010 წლის ამოფრქვევებამდე იყო.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო