თვალუეთი — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (სვერის თემი), მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, მდინარე საძალიხევის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 600 მეტრი, ჭიათურიდან 22 კილომეტრი, ქუთაისიდან – 87 კმ., თბილისიდან – 197 კმ. სოფელი წყაროებში მოიხსენიება XVIII საუკუნის I ნახევრიდან.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 255 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
431 |
225 |
206
|
2014[1] |
255 |
131 |
124
|
ღირსშესანიშნაობები
სოფელში მდებარეობს თვალუეთის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც 1898-1903 წლებშია აგებული.
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, , 2018. — გვ. 58.
- დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 63
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო