სკინდორი — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (პერევისას თემი). მდებარეობს მდინარე საძალიხევის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 540 მ. ჭიათურიდან 10 კმ. სოფლის ჩრდილოეთით მდებარეობს ქვედა პალეოლითის ხანის ნამოსახლარი ბეხნარი და არქეოლოგიური ძეგლი კაჟები.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 446 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
749 |
392 |
357
|
2014[1] |
446 |
228 |
218
|
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო