ნავარძეთი — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (კაცხის თემი). მდებარეობს მდინარე ყვირილის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 560 მეტრი, ჭიათურიდან 4 კილომეტრი. სოფელში გადის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის სააგვტომობილო გზა ზესტაფონი-საჩხერე. სოფელში არის საჯარო სკოლა[2]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 997 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
1424 |
726 |
698
|
2014[1] |
997 |
510 |
487
|
ღირსშესანიშნაობები
წყაროებში პირველად მოხსენიებულია XI საუკუნეში. სოფელში დგას ერთნავიანი დარბაზული ეკლესია – თირის მონასტერი (1708). წყაროებში ასევე მოხსენიებულია ნავარძეთის ციხე.
ლიტერატურა
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო