გუნდაეთი — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში (ნიგოზეთის ადმინისტრაციული ერთეული).
მდებარეობს მდინარე საძალიხევის (ყვირილის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ჭიათურის პლატოზე, ზღვის დონიდან 750 მეტრზე, ჭიათურიდან 10 კილომეტრში, ქუთაისიდან – 81 კმ., თბილისიდან – 191 კმ.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 240 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
379 |
185 |
194
|
2014[1] |
240 |
120 |
120
|
ღირსშესანიშნაობები
სოფლის აღმოსავლეთ პერიფერიაზე ახალად აშენებული ტაძარი მდებარეობს, ხოლო სოფლის სამხრეთ-დასავლეთით – წმ. გიორგის ეკლესია, რომლის რესტავრაცია 2010-იან წლებში დასრულდა.
მდ. საძალიხევის მარჯვენა მხარეს მრავლადაა კარსტული მღვიმეები: ნახიზნების, საძროხიისა და საჭინკიის მღვიმეები.
ლიტერატურა
- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, , 2012. — გვ. 203.
- დვალაშვილი გ., ხანდოლიშვილი ლ. და სხვები, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თბ., 2017, გვ. 54
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო