ზემო ხანდაკი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში.[1] მდებარეობს მდინარე თეძმის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ზემო ხანდაკი, ზენადრისი, კალოუბანი). ზღვის დონიდან 610 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.
ისტორია
1925 წელს სოფელში შეიქმნა ამხანაგობა „ახალი ცხოვრება“. ამ საქმეს სათავეში ჩაუდგა სოფლის მკვიდრი მიხეილ გოგიბედაშვილი. ამხანაგობის წევრებმა გადაწყვიტეს მიწის დასამუშავებელი მანქანის შეძენა.ცნობილი მეცნიერის კონსტანტინე ამირეჯიბის დახმარებით მათ შეძლეს ბანკიდან სახელმწიფო კრედიტის მიღება და უცხოური „ჰოლტის“ მარკის ტრაქტორის შეძენა. ტრაქტორი სოფელ ზემო ხანდაკში ჩამოიყვანა ინსტრუქტორ-მექანიკოსმა ივანე ლუკიანოვმა. მისი თანაშემწე იყო სერგო კელაპტრიშვილი, შემდგომში ერთ-ერთი პირველი ქართველი ტრაქტორისტი. ეს მოვლენა დიდი ზეიმით აღნიშნეს ზემო ხანდაკისა და მისი მეზობელი სოფლების მეტეხის, ახალქალაქისა და სხვათა მცხოვრებლებმა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1561 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
1862 |
917 |
945
|
2014[1] |
1561 |
800 |
761
|
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო