გამდლისწყარო — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, ქვემო ჭალის თემში.[2] მდებარეობს ტირიფონის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში. მდინარე თორთლის (ლეხურის მარჯვენა შენაკადი) ნაპირებზე. თბილისი-გორის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 680 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 10 კილომეტრით.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 107 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
103 |
53 |
50
|
2014[1] |
107 |
52 |
55
|
ისტორია
სოფელში 1966 წელს აღმოჩინეს ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისის სპილენძ-ბრინჯაოს გამდლისწყაროს განძი.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო