თვაურები — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, ლამისყანის თემში.[1] მდებარეობს მდინარე ქსნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 750 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.
ეტიმოლოგია
სახელი ეწოდება თვაურების (ოს. Туатæ) საგვარეულოს გამო, რომლებიც ამ სოფელში ცხოვრობენ.[3]
ისტორია
მოსახლეობა თვაურებში პატარა ლიახვის ხეობის სოფელ წიფორიდან არის ჩამოსახლებული. თავდაპირველად ზემო თვაურებში ცხოვრობდნენ, სადაც ახლა სალოცავი და სასაფლაოა, ხოლო 1959–1960-იან წლებში ქვემო თვაურებში ჩამოიყვანეს.[3]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 81 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[4] |
140 |
65 |
75
|
2014[1] |
81 |
42 |
39
|
ლიტერატურა
სქოლიო