თელათგორი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, წინარეხის თემში.[1] მდებარეობს მდინარე კავთურის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 740 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 18 კილომეტრით.
ისტორია
ისტორიულ წყაროებში გვხვდება თელეთგორის სახელწოდებითაც. სოფლის ტერიტორიაზე მიკვლეულია გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამოსახლო გორა. ადგილობრივი მოსახლეობა მას „საფუზრების გორას“ უწოდებს.
ნამოსახლარს სამხრეთიდან (ფართობი დაახლოებით 15 ჰა) ეკვრის ნაქალაქარი. ნაქალაქარზე დასტურდება ორი კულტურული ფენა (ძვ. წ. III-II და ახ. წ. I-III სს.). ორივე ფენაში გამოვლინდა სახლების ნაშთები, რომლებსაც იატაკი თიხატკეპნილი ჰქონიათ, ხოლო სახურავი კრამიტის.[3]
სოფლის მიდამოებში 1728 წელს ქართველთა ლაშქარმა დაამარცხა ლეკები და ოსმალთა ჯარი.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 211 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[4] |
263 |
123 |
140
|
2014[1] |
211 |
107 |
104
|
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
სქოლიო