ნიაბი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის კასპის მუნიციპალიტეტში, გომის თემში.[1] მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 600 მეტრზე, კასპიდან დაშორებულია 17 კილომეტრით. სოფლის მიდამოებში დგას X საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლი წმინდა გიორგის ეკლესია.
მოსახლეობა
2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 225 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
323 |
149 |
174
|
2014[1] |
225 |
112 |
113
|
ცნობილი ადამიანები
ნიაბიდან იყო წარმოშობით და აქვეა დაკრძალული ქართველი პოლიტიკოსი კობა დავითაშვილი.[3]
ლიტერატურა
სქოლიო