დღვანი — სოფელი საქართველოში, შუახევის მუნიციპალიტეტში, დღვანის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: გოგინაური, დღვანი, კვიახიძეები, ლომანაური, ქიძინიძეები).[2]
მდებარეობს შავშეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ჩირუხისწყლის (მდინარე აჭარისწყლის მარცხენა შენაკადი) მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1120 მეტრზე. შუახევიდან დაშორებულია 16 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 284 კაცი[1].
მეჩეთი
დღვანის მეჩეთი აშენებულია XX საუკუნის დასაწყისში ლაზი ოსტატის ომერ უსტის მიერ. მისი მოხატულობა შესრულებულია 1908 წელს ქართველი მხატვრის, იბრაიმ ეფენდი შავშეთელის მიერ. მეჩეთი ხასიათდება მდიდარი ფერწერული დეკორით, ნათელი, სადღესასწაულო ფერთა კოლორიტით. ინტერიერის მოხატულობაში გვხვდება, როგოც ხალხური, ასევე რელიგიური სიმბოლიკა, მრავალფეროვანი მცენარეული სახეები.[3]
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
439[4][5]
|
2014 |
284[1]
|
ლიტერატურა
სქოლიო