ქიძინიძეები — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, დღვანის თემში[2]. მდებარეობს შავშეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ჩირუხისწყლის მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1040 მ., დაბა შუახევიდან 12 კმ. საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 345 კაცი[1]. სოფელში დგას 1867 წელს აშენებული მეჩეთი. ჭერის კონსტრუქციას და შიდა აივნებს ეტყობა გვიანდელი გადაკეთების კვალი.[3]
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
514[4][5]
|
2014 |
345[1]
|
ლიტერატურა
სქოლიო