ნიგაზეული — სოფელი შუახევის მუნიციპალიტეტში, ზამლეთის თემში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვნივ, ზღვის დონიდან 800 მ, დაბა შუახევიდან 13 კმ. შემორჩენილია შუა საუკუნეების ციხესიმაგრის ნანგრევები. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 706 კაცი[1]. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა, მეცხოველეობა, მევენახეობა.
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
970[2][3]
|
2014 |
706[1]
|
ლიტერატურა
სქოლიო