ფურტიო — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შუახევის მუნიციპალიტეტში, ზამლეთის თემში. მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 590 მ. დაბა შუახევიდან 12 კმ-ში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 787 კაცი[1]. საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა.
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
946[2][3]
|
2014 |
787[1]
|
ლიტერატურა
სქოლიო