ჩანჩხალო — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, შუახევის მუნიციპალიტეტში, შუახევის თემში[2]. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 486 კაცი[1]. მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის ხეობაში, ზღვის დონიდან 850 მ., დაბა შუახევიდან 7 კმ. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა და მეცხოველეობა.
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა
|
2002 |
605[3][4]
|
2014 |
486[1]
|
ლიტერატურა
სქოლიო