დიდაჭარა — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: დიდაჭარა, ბოღაური, ირემაძეები).[2]
მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1000 მეტრზე. ხულოდან დაშორებულია 5 კმ-ით.
ისტორია და კულტურა
დიდაჭარა ზემო აჭარის უძველესი სოფელია. შუა საუკუნეებში გეოგრაფიული ტერმინი „დიდაჭარა“ „ქუეყანას“ აღნიშნავდა; ასეთი მნიშვნელობითაა ის დადასტურებული გიორგი მთაწმინდლის „ანდრია პირველწოდებულის მიმოსვლაში“ (XI ს.): „...შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების, და იწყო ქადაგებად სახარებისა“.
დიდაჭარის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ძვ. წ. XIV– XIII სს. ბრინჯაოს კოლხური ცულების განძი. სოფელში დგას ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი — დიდაჭარის ჯამე, რომელიც 1831-1832 წლებშია აშენებული.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 938 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
1438 |
680 |
758
|
2014[1] |
938 |
455 |
483
|
ლიტერატურა
სქოლიო