ხიხაძირი — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ხიხაძირი, ახალშენი, კალოთა, სკვანა). მდეობარეობს მდინარე სხალთის ორივე ნაპირზე. ზღვის დონიდან 1240 მეტრის სიმაღლეზე. იგი 41 კილომეტრითაა დაშორებული დაბა ხულოდან და 116 კილომეტრით ბათუმიდან. ეს უძველესი ქართული სოფელი გაშენებულია ხიხანის ციხის ქვემოთ.
ისტორია
სოფელში მდებარეობს XIII საუკუნის ეკლესია თიკინაური და ორი ციხე: ციხისყელი და ვარდციხე. ეს ციხეები თავის დროზე ხიხანის ციხეს იცავდა დასავლეთიდან. სოფელი ხიხაძირი X-XI საუკუნეებში სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე კუთხე და დიდმნიშნელოვანი კულტურული ცენტრი ყოფილა. XIII საუკუნეში ხიხაძირში მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი ჰიმნოგრაფი ტბელ აბუსერისძე.
ცნობილია, რომ ხიხაძირის ხეობაში იმოგზაურეს და ადგილობრივ მკვდრთა ყოფა-ცხოვრება სხვადასხვა კუთხით აღწერეს: ჟურნალ „ცისკრის“ რედაქტორმა ივანე კერესელიძემ 1869 წელს, ცნობილმა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ 1873 წელს, გეოგრაფმა და საზოგადო მოღვაწემ - გიორგი ყაზბეგმა 1874 წელს, ეთნოგრაფმა თედო სახოკიამ 1896 წელს და აკადემიკოსმა გიორგი ჩიტაიამ 1933 წელს. საბჭოთა პერიოდში სოფელში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა. დღეისათვის ხიხაძირში ფუნქციონირებს საშუალო სკოლა, კულტურის სახლი, საავადმყოფო, აფთიაქი და კავშირგამბულობის განყოფილება.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 455 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
1908[2] |
490 |
|
|
1911[3] |
499 |
|
|
2002[4] |
764 |
369 |
395
|
2014[1] |
455 |
233 |
222
|
ცნობილი ადამიანები
ხიხაძირში დაიბადნენ:
სქოლიო