კალოთა — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში (ხიხაძირის თემი), მდინარე ხიხანისწყლის (სხალთის მარცხენა შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1430 მ. ხულოდან 48 კმ. სოფელში არის XI-XIII საუკუნეების ეკლესიის – კალოთის ეკლესიის ნანგრევები. სოფელში არის საჯარო სკოლა.[2]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 132 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
282 |
132 |
150
|
2014[1] |
132 |
64 |
68
|
ლიტერატურა
სქოლიო