ვაშაყმაძეები — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხულოს მუნიციპალიტეტში (ღორჯომის ადმინისტრაციული ერთეული).[2]
მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ღორჯომისწყლის (აჭარისწყლის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში, ზღვის დონიდან 1200 მეტრზე. ხულოდან დაშორებულია 16 კმ-ით. საბჭოთა პერიოდში განვითარებული იყო მეთამბაქოეობა და მეცხოველეობა. სოფელს ემსახურება მეკეიძეების საჯარო სკოლა, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება სოფელს.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 121 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[2] |
231 |
107 |
124
|
2014[1] |
121 |
53 |
68
|
ლიტერატურა
სქოლიო