დანისპარაული — სოფელი საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში (რიყეთის [ადმინისტრაციულ ერთეულში).[2]
მდებარეობს არსიანის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარე აჭარისწყლის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1520 მეტრზე. ხულოდან დაშორებულია 22 კმ-ით, ბათუმიდან 110 კმ-ით.
სოფელი განლაგებულია ხულო–დანისპარაული–გოდერძი–მწვანე ტბა–ბეშუმის ტურისტულ მარშრუტზე. ფუნქციონირებს სათხილამურო სკოლა, რომელიც ქედლების სათხილამურო ცენტრის ბაზაზეა შექმნილი. აქვე გაკეთებულია 200 მეტრიანი საბაგირო გზა.
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 517 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
640 |
316 |
324
|
2014[1] |
517 |
264 |
253
|
ლიტერატურა
სქოლიო