დიდაჭარის განძი — ძვ. წ. XIV-XIII საუკუნეების ბრინჯაოს კოლხური ცულების განძი. აღმოაჩინეს 1964 წელს სოფელ დიდაჭარაში (ხულოს მუნიციპალიტეტი); ქორიძისეული I ტიპის 20 კოლხური ცული ჩალაგებული იყო ხელით გამოძერწილ თიხის ჭურჭელში.
განძი დაცულია ხარიტონ ახვლედიანის სახელობის აჭარის სახელმწიფო მუზეუმში.
ლიტერატურა