არტიგასის დეპარტამენტი (ესპ. Departamento de Artigas) — ურუგვაის უკიდურესი ჩრდილოეთი დეპარტამენტი. ფართობი 11 928 კმ², მოსახლეობა 73 378 ადამიანი (2011 წ). დედაქალაქია არტიგასი. სამხრეთით ესაზღვრება სალტოს დეპარტამენტი, ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით — ბრაზილია, დასავლეთიდან კი მდინარე ურუგვაიზე გაივლის საზღვარი არგენტინასთან.
სახელი ეწოდა ურუგვაის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი გმირის — ხოსე არტიგასის პატივსაცემად.
დეპარტამენტი შეიქმნა 1884 წლის 1 ოქტომბრის კანონით, ტერიტორიაზე, რომელიც მანამდე სალტოს მიეკუთვნებოდა.
დეპარტამენტის რუკა
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
- ↑ Ley N° 1757. DIVISION ADMINISTRATIVA. DEPARTAMENTO DE ARTIGAS. DEPARTAMENTO DE RIVERA. CREACION — National Directorate of Official Printings and Publications.