სახელი ეწოდა ბრიგადირ ხუან ანტონიო ლავალიეხას პატივსაცემად, რომელიც ურუგვაის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში განსაკუთრებით გამოირჩეოდა სამხედრო და პოლიტიკური ქმედებებით.
შეიქმნა 1837 წლის 16 ივნისს, სერო-ლარგოსა და მალდონადოს დეპარტამენტების გარკვეულ ტერიტორიაზე.
2011 წლის მონაცემებით მოსახლეობა 58 815 ადამიანს შეადგენს.