რივერის დეპარტამენტი (ესპ.Departamento de Rivera) — დეპარტამენტი ურუგვაიში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში. დედაქალაქია რივერა. ფართობი 9 370 კმ², მოსახლეობა 103 493 ადამიანი (2011 წ). ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, სამხრეთ-აღმოსავლეთით — სერო-ლარგოს დეპარტამენტი, სამხრეთით — ტაკუარემბოს და ჩრდილო-დასავლეთით — სალტოს დეპარტამენტი. შეიქმნა 1884 წელს.
დეპარტამენტში კლიმატი სუბტროპიკულია; ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი დაახლოებით 1500 მმ-ს შეადგენს.