ფლორესის დეპარტამენტი (ესპ.Departamento de Flores) — დეპარტამენტი ურუგვაიში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. დედაქალაქია ტრინიდადი. ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით ესაზღვრება რივერის დეპარტამენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — ფლორიდის დეპარტამენტი, დასავლეთით კი სორიანოს დეპარტამენტი. 2011 წლის აღწერის მონაცემებით, მოსახლეობა 25 050 ადამიანს შეადგენდა; დაფიქსირდა სიმჭიდროვის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ურუგვაის მასშტაბით.[2]
ისტორია
შეიქმნა 1885 წელს, მაქსიმო სანტოსის პრეზიდენტობის დროს, როდესაც გამოეყო ხოსეს პროვინციას. სახელი ეწოდა კოლორადოს პარტიის ყოფილი ლიდერის ვენანსიო ფლოერსის პატივსაცემად, რომელიც ტრინიდადში იყო დაბადებული.
დეპარტამენტის ტერიტორიაზე პრეისტორიული კლდის მხატვრობის ბევრი ძეგლია შემორჩენილი.