როჩის დეპარტამენტი (ესპ. Departamento de Rocha) — დეპარტამენტი ურუგვაიში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. დედაქალაქია როჩა. დასავლეთით ესაზღვრება მალდონადოს დეპარტამენტი, ჩრდილო-დასავლეთით — ლავალიეხას დეპარტამენტი, ჩრდილოეთით — ტრენტა-ი-ტრიესის დეპარტამენტი, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი მერინის ლაგუნაზე გაივლის ბრაზილიასთან საზღვარი. როჩა ცნობილია საზღვაო კურორტებით.
როჩა შეიქმნა 1880 წელს, როდესაც ის გამოეყო მალდონადოს დეპარტამენტს.
2011 წლის მონაცემებით მოსახლეობა 68 088 ადამიანს შეადგენს.
დეპარტამენტის რუკა
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში