არტიგასი (ესპ. Artigas) — ქალაქი ურუგვაიში. არტიგასის დეპარტამენტის ადმინისტრაციული ცენტრი. სახელწოდება მიიღო ურუგვაის ეროვნული გმირის ხოსე ხერვასიო არტიგასის პატივსაცემად. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილოეთით, ბრაზილიის საზღვართან, მონტევიდეოდან 600 კმ-ის მანძილზე.
ქალაქი დაარსდა 1852 წლის 12 სექტემბერს და ეწოდებოდა სან-ეხენიო-დელ-კუარეიმი. 1915 წელს მიიღო ქალაქის სტატუსი და თანამედროვე სახელწოდება[1].
იხილეთ აგრეთვე
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო