მონტევიდეო

ქალაქი
მონტევიდეო
Montevideo
გერბი

ქვეყანა ურუგვაის დროშა ურუგვაი
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 34°53′00″ ს. გ. 56°10′00″ დ. გ. / 34.88333° ს. გ. 56.16667° დ. გ. / -34.88333; -56.16667
მუნიციპალიტეტი რიკარდო ეჰრლიხი
დაარსდა 1726
ფართობი 526 კმ²
ცენტრის სიმაღლე 43
ოფიციალური ენა ესპანური ენა
მოსახლეობა 1,325,968 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 2,523 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი America/Montevideo
სატელეფონო კოდი +02
საფოსტო ინდექსი 10000
საავტომობილო კოდი S
ოფიციალური საიტი montevideo.gub.uy
მონტევიდეო — ურუგვაი
მონტევიდეო

მონტევიდეო (ესპანურად - Montevideo) — ურუგვაის დედაქალაქი, ქვეყნის უმსხვილესი ქალაქი და ნავსადგური. 2011 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქს, რომლის ფართობი 201 კვადრატული კილომეტრია, 1,319,108 მოსახლე ჰყავს (ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით მესამედი).[1] მდებარეობს ქვეყნის უკიდურეს სამხრეთით, მდინარე რიო-დე-ლა-პლატას ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ.

დაარსდა 1726 წელს ბრუნო მაურისიო დე საბალას მიერ, რაც უდიდეს სტრატეგიული სვლად შეიძლება ჩაითვალოს ესპანურ-პორტუგალიური დავაში რიო-დე-ლა-პლატის ვიცე-სამეფოსთან დაკავშირებით, ამავე დროს, მონტევიდეო გახდა ესპანური კოლონია საკრამენტოს „დარაჯი“.

მდებარეობს ურუგვაის სამხრეთ ნაწილში, რიო-დე-ლა-პლატის ჩრდილოეთ სანაპიროზე, ატლანტის ოკეანის უბეში. 1807 წელს მცირე დროით იყო ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ. მონტევიდეო არის ლათინური ამერიკის წამყვანი სავაჭრო ბლოკების, მერკოსურის და ALADI-ს ადმინისტრაციული შტაბის ადგილი; ქალაქის პოზიცია ევრობაში ბრიუსელის როლის მსგავსია.[2]

2019 წლის მერკერის მოხსენების თანახმად, მონტევიდეოს ცხოვრების დონით ლათინურ ამერიკაში პირველი ადგილი უჭირავს;[3] ქალაქი ამ წოდებას 2005 წლიდან ინარჩუნებს.[4][5][6][7][8] 2010 წლის მდგომარეობით, მონტევიდეო იყო მე-19 უდიდესი ქალაქი ეკონომიკით კონტინენტზე და მე-9 ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე დასახლება დიდ ქალაქებს შორის.[9] 2020 წელს მისი პროგნოზირებული მშპ 49,7 მილიარდი დოლარია, რაც ერთ სულ მოსახლეზე 28,385 აშშ დოლარი გამოდის.[10]

2018 წელს იგი კლასიფიცირდა როგორც ბეტა გლობალური ქალაქი, რომელიც ლათინურ ამერიკაში მერვე, ხოლო მსოფლიოში 84-ე ადგილზეა.[11] ქალაქმა უმასპინძლა 1930 წლის ფიფას პირველი მსოფლიო თასის ყველა თამაშს.

1807 წელს, ქალაქი ბრიტანეთის მმართველობის ქვეში იმყოფებოდა. მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, მონტევიდეო ჩართული აღმოჩნდა ლა-პლატის ბრძოლაში, რომელიც ამ ომის ერთ-ერთ პირველ საზღვაო ბრძოლა იყო.

მონტევიდეო საკმაოდ მდიდარია კულტურული და არქიტექტურული მემკვიდრეობით. მისი არქიტექტურა უბადლოდ მიიჩნევა მთელს სამხრეთ ამერიკაში, ირეკლავს რა მის კოლონიურ წარსულს არტ-დეკოს სტილით დამთავრებული, სადაც საოცრად იგრძნობა ესპანური, პორტუგალიური, ფრანგული და ბრიტანული კვალი.

მონტევიდეო ქვეყნის განათლების კერაა, სადაც პირველი უნივერსიტეტი „Universidad de la República“ 1849 წელს დაარსდა.

გეოგრაფია

მონტევიდეო მდებარეობს ატლანტის ოკეანის შენაკადის, მდინარე რიო-დე-ლა-პლატას ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს გასწვრივ; მდინარე ურუგვაის სამხრეთ საზღვრებს არგენტინის ჩრდილოეთ საზღვრებისგან ჰყოფს; ბუენოს-აირესი არგენტინის მხარეს, დასავლეთით, 230 კილომეტრითაა დაშორებული. მისი დასავლეთით, მდინარე სანტა ლუსია ბუნებრივ საზღვარს ქმნის მონტევიდეოსა და სან-ხოსეს დეპარტამენტს შორის. სანაპირო ზოლი, რომელიც ქმნის სამხრეთის საზღვარს, წარმოდგენილია კლდოვანი სანაპიროებითა და ქვიშიანი პლაჟებით.[12] მონტევიდეოს ყურე ქმნის ბუნებრივ ნავსადგურს, ერის უმსხვილეს და რეგიონის საუკეთესო ბუნებრივ პორტს, რომელსაც ურუგვაის ეკონომიკასა და საზღვარგარეთ ვაჭრობაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ქალაქს კვეთს მრავალი ნაკადული, რომლებიც მონტევიდეოს ყურეში ჩაედინება. დაშრობის პროცესში მყოფ მდინარეებთან ახლოს მდებარე სანაპირო ზოლი ძლიერაა დაბინძურებული.[13]

საშუალო სიმაღლე 43 მეტრია. ქალაქის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი შედარებით მაღალი ბორცვი: „the Cerro de Montevideo“ და „the Cerro de la Victoria“, რომელთა უმაღლესი წერტილია „Cerro de Montevideo“, რომლის მწვერვალზე, 134 მეტრი სიმაღლეზე, ციხესიმაგრე, სახელად „Fortaleza del Cerro“, მდებარეობს.[14] მონტევიდეოსთან უახლოესი ქალაქებია ჩრდილოეთით ლას-პიედრასი და სამხრეთით სიუდად-დე-ლა-კოსტა; ორივე მათგანი ქალაქის ცენტრიდან 20-25 კილომეტრითაა დაშორებული.

კლიმატი

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, მონტევიდეოს ახასიათებს ნოტიო სუბტროპიკული კლიმატი. ქალაქს აქვს ცივი ზამთარი (ივნისიდან სექტემბრამდე), თბილ-ცხელი ზაფხული (დეკემბრიდან მარტამდე) და არასტაბილური გაზაფხული (ოქტომბერი და ნოემბერი);[15] ხშირია ჭექა-ქუხილი, თუმცა ტროპიკულ ციკლონებს აქ ვერ ვხვდებით. ნალექი რეგულარულად და თანაბრად მოდის მთელი წლის განმავლობაში და იგი დაახლოებით 950 მილიმეტრამდე აღწევს.[16]

ზამთარი ზოგადად ცივი, ნალექიანი, ქარიანი და მოღრუბლულია. ოკეანის გავლენით ტემპერატურა სტაბილურია და ჩვეულებრივ, არ ეცემა —2 გრადუსზე ქვემოთ; ყინვებიც იშვიათია. სანაპიროდან რამდენიმე მილის დაშორებით ყინვები უფრო ხშირი და უფრო ცივია. ხშირია წვიმა და თოვლ-ჭყაპი, მაგრამ დიდი თოვლი იშვიათად ფიქსირდება, სულ ოთხი შემთხვევა იყო: 1850, 1853 და 1917 წლებში, ხოლო უკანასკნელად იგი 1930 წელს, მსოფლიოს თასის[17] გახსნით შეხვედრისას დაფიქსირდა.

ზაფხული თბილ-ცხელი და ნოტიოა, სხვა სეზონებთან შედარებით ნაკლებად ქრის ქარი. ამ პერიოდში საღამოობით ხშირად ზღვიდან ქრის ქარი, რომელიც ცხელ ქალაქს აგრილებს.[15] ჩრდილოეთის ცხელ ქარებს კონტინენტის ტროპიკული ნაწილიდან ტენიანი და ცხელი ჰაერის მასები მოაქვს. ჩვეულებრივ, თბილ პერიოდს მოსდევს სამხრეთ-დასავლეთის ცივი ჰაერის მასებით წარმოქმნილი ჭექა-ქუხილი, რაც ტემპერატურას საგრძნობლად ამცირებს. ეს ფენომენი რეგიონალურია და შეიძლება წლის განმავლობაში რამდენჯერმე მოხდეს.

მონტევიდეოს წლიური საშუალო ტემპერატურა 16.7 გრადუსია. ყველაზე დაბალი დაფიქსირებული ტემპერატურა —5.6 გრადუსია, ხოლო ყველაზე მაღალი - 42.8 გრადუსი.[18]

ღირშესანიშნაობები

მონტევიდეოში ვხვდებით როგორც ნეოკლასიკური (მონტევიდეოს მიტროპოლიტენის ტაძარი), ისე პოსტმოდერნისტული (მსოფლიო სავაჭრო ცენტრი მონტევიდეო ან 518 მეტრი სიმაღლის ANTEL-ის სატელეკომუნიკაციო კოშკი) სტილით აგებულ შენობებს. ძველი ქალაქის შენობებოს ფასადები ირეკლავს რა ევროპელი იმიგრანტების კვალს და გვიჩვენებს ძველევროპული არქიტექტურის გავლენას მასზე. აღსანიშნავია სამთავრობო შენობებიც, რომლებშიც შედის: საკანონმდებლო სასახლე, მერია, Estévez Palace (ესტვეზის სასახლე) და აღმასრულებელი კოშკი. ყველაზე მნიშვნელოვანი სპორტული სტადიონია „the Estadio Centenario“. Parque Batlle, Parque Rodó და Parque Prado არის მონტევიდეოს სამი საუკეთესო პარკი.[19]

პოციტოს რაიონში, ამავე სახელწოდების სანაპიროთან ახლოს, ვხვდებით 1920-1940 წლებში ბელოსა და რებორატის მიერ სტილთა შერწყმით აშენებულ მრავალ სახლს. პოციტოს სხვა ღირსშესანიშნაობებში შედის რაულ სიჩეროს მიერ აგებული „Edificio Panamericano“; აგრეთვე „Positano“ და „El Pilar“, რომლებიც ადოლფო სამერ სმიტმა და ლუის გარსია პადრომ 1950-იან, 1960-იან წლებში ააგეს.

Palacio Legislativo

Legislative Palace (საკანონმდებლო სასახლე)

„Palacio Legislativo“, იგივე საკანონმდებლო სასახლე მდებარეობს ქალაქის ცენტრის ჩრდილოეთით, აგუადაში; შენობა ურუგვაის პარლაენტის ადგილსამყოფელია. მშენებლობა 1904 წელს, პრეზიდენტ ჟოზე ბატლ ორდენეზის მთავრობის დაფინანსებით, დაიწყო.[20] იგი დააპროექტეს იტალიელმა არქიტექტორებმა ვიტორიო მეანომ და გაეტანო მორეტმა; მათ შენობის ინტერიერი დაგეგმეს.

სატელეკომუნიკაციო კოშკი

Telecommunication Tower.

„Torre de las Telecomunicaciones“ (სატელეკომუნიკაციო კოშკი) ან „Torre Antel“ (ანტელის კოშკი) არის 158 მეტრი სიმაღლის, ურუგვაის სამთავრობო სატელეკომუნიკაციო კომპანიის, ANTEL-ის 37-სართულიანი შტაბი და ყველაზე მაღალი შენობა ქვეყანაში. დააპროექტა არქიტექტორმა კარლოს ოტომ. მდებარეობს მონტევიდეოს ყურის გვერდით. კოშკის მშენებლობა დასრულა 2000 წლის 15 მარტს.

როცა კოშკის მშენებლობა გამოცხადდა, ბევრი პოლიტიკოსი ჩიოდა მის ღირებულებაზე (40$ მლნ დოლარი და დამატებით 25$ მლნ დოლარი სატელეკონუმიკაციო კომპლექსის სხვა ხუთი შენობისთვის). მშენებლობისას წარმოქმნილმა პრობლემებმა კოშკის დაგეგმილი ხარჯი, 65$ მლნ აშშ დოლარი, 102$ მილიონ დოლარამდე გაზარდა.

დემოგრაფია

1860 წელს მონტევიდეოს ჰყავდა 57.913 მოსახლე; მათ შორის იყო უამრავი აფრიკული წარმოშობის ადამიანი, რომლებიც მონებად მოიყვანეს, ხოლო საუკუნის შუა წლებში მათ დამოუკიდებლობა მოიპოვეს. ძირითადად დიდი ევროპული იმიგრაციის გამო, 1880 წლისთვის მონტევიდეოს მოსახლეობა ოთხჯერ გაიზარდა. 1908 წელს ქალაქის მცხოვრებთ რიცხვი 309,331 მოსახლეს გაუტოლდა.[21] XX საუკუნეში ქალაქმა განაგრძო დიდი რაოდენობით ევროპელი ემიგრანტების მიღება, განსაკუთრებით ესპანელებისა და იტალიელების, რასაც მოჰყვა ფრანგების, გერმანელების, ინგლისელების, ირლანდიელების, შვეიცარიელების, ავსტრიელების, პოლონელების, ჰოლანდიელების, ბერძნების, უნგრელების, რუსების, ხორვატების, ლიბანელების გადმოსახლება.

2004 წლის 14 ივნისი-31 ივლისში ჩატარებული აღწერის მიხედვით მონტევიდეოს მოსახლეობა 1,325,968-ია, მაშინ როცა მთლიანი ქვეყანა, ურუგვაი, 3,241,003 მცხოვრებს ითვლიდა. ქალი მოსახლეობა იყო 707,697 (53.4%), ხოლო კაცი მოსახლეობა - 618,271 (46.6%).

2011 წლის აღწერის მონაცემებით, მონტევიდეოში ცხოვრობს 1,319,108 მოსახლე.[1]

1860 1884 1908 1963 1975 1985 1996 2004 2011
   58,000     164,028     309,331[21]   1,202,890 1,176,049 1,251,511 1,303,182 1,269,552 1,319,108

წყარო: Instituto Nacional de Estadística de Uruguay[22]

მთავრობა და პოლიტიკა

მონტევიდეოს მუნიციპალიტეტი

Intendencia

მონტევიდეოს მუნიციპალიტეტი პირველად 1908 წლის 18 დეკემბრის სამართლებრივი აქტით შეიქმნა.[23] მუნიციპალიტეტის პირველი მერი იყო დანიელ მუნოზი (1909–1911). 1918 წელს ურუგვაის კონსტიტუციით მუნიციპალიტეტი გაუქმდა, თუმცა გაბრიელ ტერას სამხედრო გადატრიალების დროს, 1933 წელს იგი კვლავ აღდგა (ოფიციალურად აღდგენილად 1934 წლის ურუგვაის კონსტიტუციით გამოცხადდა). 1952 წლის კონსტიტუციით კვლავ გადაწყდა მუნიციპალიტეტების გაუქმება; იგი ძალაში შევიდა 1955 წლის თებერვალში. მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტი 1967 წელს კვლავ აღდგა და ამ დროიდან უწყვეტად ფუნქციონირებს. 1990 წლიდან მონტევიდეო დეცენტრალიზდა 18 რეგიონად; თითოეული რეგიონის ადმინისტრირებას და მომსახურებას უზრუნველყოფს მისი ზონალური საზოგადოების ცენტრი (Centro Comunal Zonal, CCZ), რომელიც მონტევიდეოს მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია.[24][25] მონტევიდეოს მუნიციპალური ოლქების საზღვრები შეიქმნა 1993 წლის 12 ივნისს; საზღვრები თანმიმდევრულად შესწორდა 1993 წლის 19 ოქტომბერს, 1994 წლის 6 ივნისსა და 1994 წლის 10 ნოემბერს.

მონტევიდეოს ქალაქის მთავრობა რამდენიმე ფუნქციას ასრულებს; მათ შორისაა: საზოგადოებასთან კომუნიკაციის შენარჩუნება, კულტურის პოპულარიზაცია, საზოგადოების ორგანიზება, გარემოზე ზრუნვა და მოძრაობის რეგულირება. მისი მთავარი შტაბი პალაციოს მუნიციპალიტეტში, დე ჯულიოს გამზირზე 18 ნომერში, მონტევიდეოს ცენტრალურ მხარეში მდებარეობს.[26]

მონტევიდეოს განყოფილებას კიდევ ერთი ორგანო, ჯუნტას დეპარტამენტი, ანუ მონტევიდეოს კონგრესი, მართავს. ჯუნტა, რომელიც შედგება 31 უხელფასოდ არჩეული წევრისგან, პასუხისმგებელია ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: მოქალაქეების თავისუფლება, კულტურული საქმიანობის რეგულირება, ქუჩებისა და საზოგადოებრივი ადგილების დაეგმარება და ძეგლების განთავსება. აღნიშნული ორგანოს ადგილსმყოფელია ფრანცისკოს კიუდად ვიეჯაში მდებარე არქიტექტურულად ღირსშესანიშნავი გომესის სახლი.[27]

განათლება

საჯარო საგათლება

საბავშვო ბაღის ბავშვები მონტევიდეოს საჯარო სკოლაში

ქვეყნის უდიდესი და ყველაზე მნიშვნელოვანი უნივერსიტეტია რესპუბლიკის უნივერსიტეტი, რომელშიც 2007 წლის აღწერით, 81,774 მოსწავლე ირიცხებოდა.[28] დაარსდა 1849 წლის 18 ივნისს მონტევიდეოში, სადაც ჯერ კიდევ მდებარეობს მისი შენობებისა და ობიექტების უმეტესი ნაწილი. მისი რექტორია დოქტორი როდრიგო აროშენა. უნივერსიტეტში განთავსებულია 14 ფაკულტეტი (განყოფილება) და სხვადასხვა ინსტიტუტი და სკოლა. ეს უნივერსიტეტი ბევრმა გამოჩენილმა ურუგვაელმა დაამთავრა; მათ შორისაა: კარლოს ვაზ ფერეირა, ხოსე ლუი მასერა, გაბრიელ პატერნაინი, მარიო ვსჩებორი, რომან ფრესნედო სირი, კარლოს ოტი და ელადიო დიზეტე.

სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსება 1833 წლის 11 ივნისს, სენატორ დომასოს ანტონიო ლარანაგას მიერ შემოთავაზებული კანონის მიღებით დაიწყო. იგი ითხოვდა ცხრა აკადემიური განყოფილების შექმნას. 1836 წელს შეიქმნა ზოგადი კვლევების სახლი, სადაც განთავსდა ლათინურის, ფილოსოფიის, მათემატიკის, თეოლოგიისა და იურისპრუდენციის განყოფილებები. 1838 წლის 27 მაისს მანუელ ორბიმ მიიღო დადგენილება რესპუბლიკის საუკეთესო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ.[29]

კერძო განათლება

ურუგვაის უდიდესი კერძო უნივერსიტეტი,[30] აგრეთვე მონტევიდეოში მდებარეობს. ORT ურუგვაი პირველად 1942 წელს, არაკომერციული ორგანიზაციის სახელით დაარსდა, ხოლო ოფიციალურად, როგორც კერძო უნივერსიტეტი, 1996 წლის სექტემბერში დამტკიცდა და გახდა მეორე კერძო საგანმანათლებლო დაწესებულება ქვეყანაში, რომელმაც აღნიშნულ სტატუსს მიაღწია. [წყარო არ არის მითითებული 1624 დღე] იგი არის საერთაშორისო საგანმანათლებლო ქსელის, მსოფლიო ORT-ის წევრი, რომელიც ებრაული საზოგადოების მიერ 1880 წელს სანქტ-პეტერბურგში, რუსეთში დაარსდა.[31] უნივერსიტეტში ირიცხება დაახლოებით 8000 სტუდენტი, რომლებიც 5 ფაკულტეტსა და ინსტიტუტში არიან განაწულებულნი; უმეტესი მათგანი ტექნოლოგიების/ინჟინერიის მიმართულებით სწავლობს. 2010 წლის მდგომარეობით მისი რექტორი იყო დოქტორი ჟორჟ ა. გრუნბერგი.

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Censos 2011 Montevideo. INE (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 November 2012. ციტირების თარიღი: 3 September 2012.
  2. Google Earth Montevideo Map. One World – Nations Online Project. ციტირების თარიღი: 5 March 2015.
  3. 2019 Quality of Living Survey. Mercer. ციტირების თარიღი: 18 April 2019.
  4. Quality of Living Worldwide City Rankings Survey. Mercer. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 December 2013. ციტირების თარიღი: 24 February 2014.
  5. Gainza, Patricia P.. CIUDADES LATINOAMERICANAS EN EL ÍNDICE DE CALIDAD DE VIDA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 November 2009. ციტირების თარიღი: 17 November 2009.
  6. Diario EL PAIS – Montevideo – Uruguay. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-28. ციტირების თარიღი: 2020-07-27.
  7. The 8 Smartest Cities in Latin America (3 December 2013).
  8. http://www.mercer.com/press-releases/quality-of-living-report-2014
  9. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 დეკემბერი 2019. ციტირების თარიღი: 27 ივლისი 2020.
  10. (((61/33)^(1/15))^10)*33 and (((33/21)^(1/15))^10)*21.
  11. The World According to GaWC 2018. Geography Department, Ghent University.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 მაისი 2017. ციტირების თარიღი: 5 January 2019.
  12. www.montevideo.com.uy Montevideo, Enciclopedia Geográfica del Uruguay, Retrieved on 20 November 2010.
  13. Foraminiferal responses to polluted sediments in the Montevideo coastal zone, Uruguay.. Sección Oceanología, Facultad de Ciencias, Iguá 4225, Montevideo. 
  14. Geografía – Cerro de Montevideo. Enciclopedia Geográfica del Uruguay. ციტირების თარიღი: 20 November 2010.
  15. 15.0 15.1 About the Climate in Montevideo, Uruguay:Overview. Traveltips. ციტირების თარიღი: 16 November 2010.
  16. Montevideo climate: Average Temperature, weather by month, Montevideo weather averages - Climate-Data.org. ციტირების თარიღი: 20 September 2019
  17. FIFA World Cup™. 1930 FIFA World Cup Uruguay™ : Hosts Uruguay beat arch-rivals to first world crown. FIFA World Cup™. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 თებერვალი 2009. ციტირების თარიღი: 14 July 2011.
  18. RECORDS METEOROLOGICOS EN EL URUGUAY Spanish. Dirección Nacional de Meteorología. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ივნისი 2015. ციტირების თარიღი: 30 April 2014.
  19. Parques y plazas. Intendencia de Montevideo. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 აპრილი 2011. ციტირების თარიღი: 20 November 2010.
  20. Montevideo Travel Guide. Easy Destination. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 მაისი 2011. ციტირების თარიღი: 17 November 2010.
  21. 21.0 21.1 Javier Meneses Silva. Datos en el cuerpo de todo el artículo Spanish. Tacuy.com.uy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 15 November 2010.
  22. Statistics of urban localities (1963–2004). INE (2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ნოემბერი 2012. ციტირების თარიღი: 7 September 2012.
  23. Propiedad de las Chacras del Ejido de Bella Union დაარქივებული 27 April 2011 საიტზე Wayback Machine. , Asociación de Escribanos del Uruguay Informe de la Comisión de Derecho Público (in Spanish)
  24. Los Organos del Gobierno Local y el Presupuesto Participativo de Montevideo. Chasque.net. Retrieved on 20 November 2010.
  25. La descentralización en Montevideo დაარქივებული 13 May 2011 საიტზე Wayback Machine. . Municipalesps.com. Retrieved on 20 November 2010.
  26. Trámites y servicios|Intendencia de Montevideo დაარქივებული 26 April 2011 საიტზე Wayback Machine. . Montevideo.gub.uy. Retrieved on 20 November 2010.
  27. El Parlamento de Montevideo დაარქივებული 21 April 2013 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links (in Spanish)
  28. Universidades Uruguayas. Y20 Network. დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 დეკემბერი 2010. ციტირების თარიღი: 22 November 2010.
  29. Portal de la UdelaR – Historia. UdelaR. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მარტი 2010. ციტირების თარიღი: 22 November 2010.
  30. Presentación institucional. Universidad ORT Uruguay. ციტირების თარიღი: 22 November 2010.
  31. World ORT education charity supporting Jewish and International causes.. World ORT. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 აპრილი 2007. ციტირების თარიღი: 22 November 2010.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

Read other articles:

Ashly BurchLahirAshly Syble Burch19 Juni 1990 (umur 33)Phoenix, Arizona, Amerikat SerikatPendidikanPerguruan Tinggi OccidentalPekerjaan Pengisi suara Tahun aktif2007–sekarangKarya terkenalHey Ash, Whatcha Playin'? Ashly Burch (lahir 19 Juni 1990) adalah aktris pengisi suara Amerika,[1][2][3] penyanyi, dan penulis.[4] Dia dikenal karena perannya sebagai Aloy di Horizon Zero Dawn dan Horizon Forbidden West, Tiny Tina dalam seri Borderlands [5]...

 

Manuel SantanaSantana in 1964Nama lengkapManuel Santana MartínezKebangsaan SpanyolLahir(1938-05-10)10 Mei 1938Madrid, SpanyolMeninggal11 Desember 2021(2021-12-11) (umur 83)Marbella, SpanyolMemulai pro1968 (tur amatir dari 1956)Pensiun1977Tipe pemainTangan kanan (one-handed backhand)Int. Tennis HoF1984 (member page)TunggalRekor (M–K)864–227 (79.1%) [1]Gelar69 [2][3][4]Peringkat tertinggiNo. 1 (1965, Ned Potter)[5]Hasil terbaik di Grand Sla...

 

Dewan Perwakilan Rakyat Daerah Kabupaten Ogan Komering Ulu TimurDewan Perwakilan RakyatKabupaten Ogan Komering Ulu Timur2019-2024JenisJenisUnikameral SejarahSesi baru dimulai19 Agustus 2019PimpinanKetuaH. Beni Defitson, S.IP., M.M. (Golkar) sejak 8 Oktober 2019 Wakil Ketua IIr. Hj. Juniah, M.P. (Gerindra) sejak 8 Oktober 2019 Wakil Ketua IIHermanto (PKB) sejak 8 Oktober 2019 Wakil Ketua IIIRio Susanto, S.E., M.M. (NasDem) sejak 8 Oktober 2019 KomposisiAnggota45Partai & kur...

العلاقات القبرصية اللوكسمبورغية قبرص لوكسمبورغ   قبرص   لوكسمبورغ تعديل مصدري - تعديل   العلاقات القبرصية اللوكسمبورغية هي العلاقات الثنائية التي تجمع بين قبرص ولوكسمبورغ.[1][2][3][4][5] مقارنة بين البلدين هذه مقارنة عامة ومرجعية للدولتين: وج�...

 

Historic district in Nebraska, United States United States historic placeHoward Street Apartment DistrictU.S. National Register of Historic PlacesU.S. Historic district Rowhouses at 2302-2316 Dewey AvenueShow map of NebraskaShow map of the United StatesLocationOmaha, NebraskaCoordinates41°15′21.07″N 95°56′43.74″W / 41.2558528°N 95.9454833°W / 41.2558528; -95.9454833Built1885ArchitectmultipleArchitectural styleShingle Style, Prairie SchoolNRHP refe...

 

1883 New Jersey gubernatorial election ← 1880 November 6, 1883 1886 →   Nominee Leon Abbett Jonathan Dixon Party Democratic Republican Popular vote 103,856 97,047 Percentage 49.9% 46.6% Governor before election George C. Ludlow Democratic Elected Governor Leon Abbett Democratic Elections in New Jersey Federal government U.S. President 1788-89 1792 1796 1800 1804 1808 1812 1816 1820 1824 1828 1832 1836 1840 1844 1848 1852 1856 1860 1864 1868 1872 1876 1880 1884...

Sisi kanan Stanford '07 folio. Teks baru ini meliputi Quran al-Baqarah, ayat 265–271. Al-Qur'an Sejarah Wahyu Kesejarahan Asbabunnuzul Nuzululqur'an Manuskrip Samarkand Sanaa Birmingham Topkapi Pembagian Hizb Juz Manzil Muqatta'at Surah Daftar Makiyah Madaniyah Isi Eskatologi Hewan Keajaiban Ketuhanan Ilmu pengetahuan Legenda Nabi dan Rasul Nama lain Perumpamaan Wanita Membaca Taawuz Basmalah Hafiz Qiraat Qari Tajwid Tartil Khatam Terjemahan Daftar terjemahan Al-Qur'an Tafsir Daftar karya t...

 

Baseball statistic Jimmy Rollins holds the single season record for most plate appearances, at 778 In baseball, a player is credited with a plate appearance (denoted by PA) each time he completes a turn batting. Under Rule 5.04(c) of the Official Baseball Rules, a player completes a turn batting when he is put out or becomes a runner.[1] This happens when he strikes out or is declared out before reaching first base; or when he reaches first base safely or is awarded first base (by a b...

 

SEG Racing Academy 2017GénéralitésÉquipe SEG Racing AcademyCode UCI SEGStatut Équipe continentalePays  Pays-BasSport Cyclisme sur routeEffectif 17 (dont 1 stagiaire)Manager général Bart van Haaren (d)Directeurs sportifs Michiel Elijzen, Vasílis Anastópoulos, Dries HollandersPalmarèsNombre de victoires 1SEG Racing Academy 2016SEG Racing Academy 2018 (d)modifier - modifier le code - modifier Wikidata La saison 2017 de l'équipe cycliste SEG Racing Academy est la troisième de cet...

This article needs additional citations for verification. Please help improve this article by adding citations to reliable sources. Unsourced material may be challenged and removed.Find sources: Smithsonian Channel British and Irish TV channel – news · newspapers · books · scholar · JSTOR (February 2019) (Learn how and when to remove this template message) Television channel Smithsonian ChannelCountryUnited Kingdom and IrelandBroadcast areaUnited ...

 

Argentine footballer Mauro Formica Formica with Blackburn Rovers in 2011Personal informationFull name Mauro Abel Formica[1]Date of birth (1988-04-04) 4 April 1988 (age 36)[2]Place of birth Rosario, ArgentinaHeight 1.75 m (5 ft 9 in)Position(s) Attacking midfielderYouth career Newell's Old BoysSenior career*Years Team Apps (Gls)2006–2011 Newell's Old Boys 76 (17)2011–2013 Blackburn Rovers 49 (5)2013 → Palermo (loan) 8 (1)2013–2017 Cruz Azul 55 (8)201...

 

.300 Winchester Magnum .300 Winchester Magnum (tengah); .338 Winchester Magnum (kiri) dan .375 H&H Magnum (kanan). Tipe Rifle, Large game Negara asal  Amerika Serikat Sejarah produksi Perancang Winchester Repeating Arms Company Dirancang 1963 Spesifikasi .300 Winchester Magnum (dikenal juga dengan .300 Win Mag) adalah peluru buatan Winchester Repeating Arms Company dan merupakan bagian dari famili peluru Winchester Magnum. Peluru ini mengadopsi .375 H&H Magnum dengan p...

Leader of the Soviet Union from 1964 to 1982 Brezhnev redirects here. For other uses, see Brezhnev (disambiguation). Leonid BrezhnevЛеонид БрежневOfficial portrait, 1972General Secretary of the Communist Party of the Soviet Union[a]In office14 October 1964 – 10 November 1982Preceded byNikita Khrushchev(as First Secretary)Succeeded byYuri AndropovChairman of the Presidium of the Supreme Soviet of the Soviet UnionIn office16 June 1977 – 10 November 198...

 

ヨハネス12世 第130代 ローマ教皇 教皇就任 955年12月16日教皇離任 964年5月14日先代 アガペトゥス2世次代 レオ8世個人情報出生 937年スポレート公国(中部イタリア)スポレート死去 964年5月14日 教皇領、ローマ原国籍 スポレート公国親 父アルベリーコ2世(スポレート公)、母アルダその他のヨハネステンプレートを表示 ヨハネス12世(Ioannes XII、937年 - 964年5月14日)は、ロ...

 

Військово-музичне управління Збройних сил України Тип військове формуванняЗасновано 1992Країна  Україна Емблема управління Військово-музичне управління Збройних сил України — структурний підрозділ Генерального штабу Збройних сил України призначений для планува...

1770s–1880s Jewish intellectual movement Maskil redirects here. For the Hebrew literary term heading some psalms, see Psalms § Themes and execution. Top row, proto-Maskilim: Raphael Levi Hannover • Solomon Dubno • Tobias Cohn • Marcus Elieser Bloch 2nd row, Berlin Haskalah: Salomon Jacob Cohen • David Friedländer • Naphtali Hirz Wessely • Moses Mendelssohn3rd row, Austria and Galicia: Judah Löb Mieses • Solomon Judah Loeb Rapoport • Joseph Perl • Baruch Jeitteles B...

 

Pendidikan di Sri LankaKementerian Pendidikan Kementerian Pendidikan TinggiBiaya pendidikan nasional (2012)Biaya1.7% dari GDP [1]Penjelasan utamaBahasa utamaSinhala, Tamil dan InggrisJenis sistemProvinsialMelek huruf (2012)Total98.1Laki-Laki97.7Perempuan98.6PerputaranTotal350,000Menengah200,000Pasca menengah14,000 (10-12%) Pendidikan di Sri Lanka memiliki sejarah yang panjang dengan berlangsung selama dua milenium. Konstitusi Sri Lanka menyediakan pendidikan sebagai hak fundamental. P...

 

Un microséisme, est défini en sismologie comme un léger tremblement de terre provoqué par des phénomènes naturels[1],[2]. Il ne faut pas le confondre avec le phénomène acoustique anormal du Hum[3] (« bourdonnement »). Le terme est le plus couramment utilisé pour désigner les signaux de bruit sismiques et électromagnétiques de fond dominants sur Terre, qui sont causés par les vagues d'eau dans les océans et les lacs[4],[5],[6],[7]. Les caractéristiques du microséism...

  لمعانٍ أخرى، طالع الرباط (توضيح). الرباط الرباط    الرباط الرباط الموقع الجغرافي تاريخ التأسيس 1146  تقسيم إداري البلد المغرب  [1][2] عاصمة لـ المغرب (1956–)  التقسيم الأعلى عمالة الرباط  المسؤولون العمدة أسماء أغلالو خصائص جغرافية إحداثيات 34°01′31″N ...

 

Sitcom character Fictional character Humphrey ApplebyNigel Hawthorne as Sir Humphrey ApplebyFirst appearanceOpen GovernmentLast appearanceThe Tangled WebPortrayed bySir Nigel Hawthorne (original) Henry Goodman (2013 revival)In-universe informationAliasesHumpyTitleSirOccupationPermanent Secretary / Cabinet Secretary / Master of Baillie CollegeSpouseLady Appleby Sir Humphrey Appleby GCB KBE MVO is a fictional character from the British television series Yes Minister and Yes, Prime ...