შუა ბოლნისი (ყოფ. ზემო ბოლნისი, სარკინეთი, დემირ-სუ, ინჯაოღლი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბოლნისის თემში.[2] მდებარეობს მდინარე ბოლნისისწყლის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 615 მ, ქალაქ ბოლნისიდან 12 კმ-ის დაშორებით.
ისტორია
სოფელში, გზასთან ახლოს, მთის კალთაზე არის გვიანი შუა საუკუნეების ეკლესია, რომლის დასავლეთ ფასადზე, შესასვლელი კარის თავზე არის ქართული ლაპიდარული წარწერა.
სოფლის მახლობლად არის ნასოფლარი დემირ-სუ მდინარე ბოლნისისწყლის მარცხენა ნაპირზე, ბოლნის-ხაჩინის მხარეს, შემორჩენილია დარბაზული ტიპის ორი დაზიანებული საყდარი. მათგან ერთი 1641 წლით თარიღდება. ნასოფლარის ადგილზე ჩანს მარნები და ქვევრები. შეიმჩნევა არხის კვალიც.
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2014[1] |
365 |
185 |
180
|
ლიტერატურა
- ლორთქიფანიძე ი., ქვემო ქართლი XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ნაწ. 3-4, — თბილისი, 1938
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო