ცურტავი (ყოფ. ქოლაგირი) — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში, თამარისის თემში.[3] მდებარეობს მდინარეების — მაშავერასა და ხრამის შესართავთან. ზღვის დონიდან 470 მ, ბოლნისიდან 17 კმ.
ისტორიულად დღევანდელი ცურტავის ტერიტორიაზე იყო დაბა, რომელიც ქართლის საპიტიახშოს ცენტრი იყო.[4] სავარაუდოდ, ძველი ცურტავი არაბთა სახალიფოს შემოსევის დროს განადგურდა.[5]
დემოგრაფია
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 2116 ადამიანი.
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2002[3] |
2319 |
1180 |
1139
|
2014[1] |
2116 |
1104 |
1012
|
ლიტერატურა
იხილეთ აგრეთვე
სქოლიო