ტანძია — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ტანძიის თემში.[1] მდებარეობს ქვემო ქართლის ბარის დასავლეთ ნაწილში, მდინარე ხრამის მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 840 მეტრზე. ბოლნისიდან დაშორებულია 16 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 518 კაცი.
ისტორია
ტანძიაში დაიბადა სულხან-საბა ორბელიანი, აქვეა მისი სახელობის ლიტერატურული მუზეუმი.
სოფელში შემონახულია ორი ეკლესია და სასახლის ნანგრევები. ერთი ეკლესია აუგია პაპუნა ორბელიანს 1670 წელს, ხოლო მეორე, წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – სულხან-საბას მამას, ვახტანგ მდივანბეგს.
დემოგრაფია
აღწერის წელი |
მოსახლეობა |
კაცი |
ქალი
|
2014[1] |
518 |
255 |
263
|
ლიტერატურა
სქოლიო